რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება.
„აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი პოზიცია გამოთქვა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ზავის შესახებ. და თავის მხრივ, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთიც მხარს უჭერს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას. ჩვენ უბრალოდ უნდა განვსაზღვროთ მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზები“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს შინაარსიანი, გულწრფელი და ძალიან სასარგებლო უწოდა.