თენგიზ შარმანაშვილი: ევროკავშირში ამინდი იცვლება. ისინი დარწმუნდნენ, რომ ხელოვნური რევოლუციები საქართველოში ვერ შედგება მიუხედავად იმ ფონდებიდან დაფინანსებისა, რომლებსაც ტრამპმა ისეთი ეპითეტები უწოდა, არ მინდა გავიმეორო

თენგიზ შარმანაშვილი: ევროკავშირში ამინდი იცვლება. ისინი დარწმუნდნენ, რომ ხელოვნური რევოლუციები საქართველოში ვერ შედგება მიუხედავად იმ ფონდებიდან დაფინანსებისა, რომლებსაც ტრამპმა ისეთი ეპითეტები უწოდა, არ მინდა გავიმეორო

ევროკავშირში] ამინდი იცვლება. ისინი დარწმუნდნენ, რომ ხელოვნური რევოლუციები საქართველოში ვერ შედგება მიუხედავად იმ ფონდებიდან დაფინანსებისა, რომლებსაც ტრამპმა ისეთი ეპითეტები უწოდა, არ მინდა აქ გავიმეორო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

„საინტერესო განცხადება გააკეთა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში [მარტა] კოსიმ. მან განაცხადა, რომ დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან უნდა ვაწარმოოთო. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ იქაც [ევროკავშირში] ამინდი იცვლება. ისინი დარწმუნდნენ, რომ ხელოვნური რევოლუციები საქართველოში ვერ შედგება მიუხედავად იმ ფონდებიდან დაფინანსებისა, რომლებსაც ტრამპმა ისეთი ეპითეტები უწოდა, არ მინდა აქ გავიმეორო. [ევროკავშირში] პრაგმატულები არიან და ნელ-ნელა იწყებენ რეალობისკენ შემობრუნებას, იმის დანახვას, რომ ქართველი ხალხი ცოტა სხვა ფასეულობებით აზროვნებს. ვიმედოვნებ, რომ ეს პრაგმატული ადამიანები დაუბრუნდებიან რეალობას და ამის მანიშნებელი იყო [ალბანეთში] სამიტი. ლიდერები, რომლებიც გუშინ არც კი აპირებდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირ კონტაქტს, ყველამ ნახა, რომ პიროვნულად იწყებენ ამ ურთიერთობების დალაგების მცდელობას. დარწმუნებული ვარ, ეს უფრო დიდ ურთიერთობებში გადაიზრდება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.