რუსული მედია: მაიკ ჯეიმსი „ცსკას“ ტოვებს

რუსული მედია: მაიკ ჯეიმსი „ცსკას“ ტოვებს

„ცსკას“ ამერიკელი კალათბურთელი მაიკ ჯეიმსი გუნდს დატოვებს. რუსული სპორტული გამოცემები ამის მიზეზად ამერიკელსა და თორნიკე შენგელიას შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებენ.

„ალბასთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი შენგელია გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და ყველაფერი უარყო. „ჩემთვის უსიამოვნოა საკუთარ თავზე იმ ინფორმაციის გაცნობა, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. თანაგუნდელთან ცხოვრებაში არასდროს მიჩხუბია“, - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

ჯეიმსს რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ბაბუა გარდაიცვალა, თუმცა სამშობლოში გამგზავრების უფლება კლუბის ხელმძღვანელებმა არ მისცეს. ამას მოყვა „ფენერბახჩესთან“ შეხვედრის დროს მასსა და მთავარ მწვრთნელს დიმიტრის იტიუდისს შორის შელაპარაკება, რის შემდეგაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ჯეიმსის შემცვლელად ცსკა „ვაშინგტონ ვიზარდსის“ ყოფილ კალათბურთელს შაბაზ ნაპიერს დაიმატებს, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია.