გიორგი აბურჯანია კარიერას „კარტახენაში“ გააგრძელებს

გიორგი აბურჯანია კარიერას „კარტახენაში“ გააგრძელებს

გიორგი აბურჯანია კარიერას „კარტახენაში“ გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა სეგუნდადივიზიონის კლუბთან ნახევარწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. აბურჯანია ბოლოს „ოვიედოში“ გამოდიოდა, თუმცა თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდა და 22 ტურში მოედანზე მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა.

„კარტახენა“ სეგუნდადივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 22 ტურის შემდეგ, 20 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. ახალი გუნდის შემადგენლობაში აბურჯანიას დებიუტი სავარაუდოდ 31 იანვარს შედგება, როდესაც „კარტახენა“ სტუმრად ხიხონის „სპორტინგთან“ ითამაშებს.