„ლივერპულმა“ ინგლისის ჩემპიონატში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. მერსისაიდელებმა პრემიერლიგის მე-20 ტურში სტუმრად „ტოტენჰემს“ 3:1 მოუგეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს.
სტუმართა შემადგენლობაში თავი რობერტო ფირმინომ, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა და სადიო მანემ გამოიჩინა, რასაც „სპურსის“ რიგებში ერთი გოლით პიერ-ემილ ჰოიბერგმა უპასუხა.
„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „ლივერპულთან“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და პორტუგალიელს თავის სამწვრთნელო კარიერაში ასეთი ცუდი სერია სხვა არც ერთ გუნდთან არ ჰქონია. პრემიერლიგის მომდევნო ტურში მერსისაიდელები სტუმრად „ვესტ ჰემს“, ლონდონელები კი ასევე სტუმრად „ბრაიტონს“ შეხვდებიან.