პარლამენტის 8 ნოემბრის სხდომაზე ჯონდი ბაღათურიამ კოლეგებს რუსეთის აგენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ოპოზიციონერმა კოლეგებს წარუდგინა სურათები, სადაც ნაციონალების ნაფერები კახა ბენდუქიძე ვლადიმერ პუტინს და სერგეი ლავროვს ართმევს ხელს.
ბაღათურიას თქმით, ბენდუქიძე პუტინს უფრო მეტად შესციცინებს თვალებში, ვიდრე სააკაშვილს.
ჯონდი ბაღათურიამ კიდევ ერთი მტერი ამხილა. ის დიმიტრი შაშკინი აღმოჩნდა. დეპუტატი გაოგნებულია, რომ შაშკინი რუსეთ-საქართველოს ომს მხოლოდ აგვისტოს მოვლენებად მოიხსენიებს.
დეპუტატის განმარტებით, ნაციონელების სტანდარტებით შაშკინიც და ბენდუქიძეც მოღალატეები არიან.