„რეალი“ მოდრიჩს კონტრაქტს გაუგრძელებს

„რეალი“ მოდრიჩს კონტრაქტს გაუგრძელებს

მადრიდის „რეალი“ ხორვატ ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს კონტრაქტს გაუგრძელებს - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, მხარეებმა უკვე ყველა პუნქტზე მოილაპარაკეს და უახლოეს ხანში კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებენ. 35 წლის მოდრიჩის მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. ახალი კონტრაქტი კი 2022 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

„ისეთი მოთამაშეები, როგორიც მოდრიჩია, სპორტს უკეთესს ხდიან. ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა ფუფუნებაა. ლუკას „რეალისთვის“ სასიკეთო ბევრი მიუცია და კიდევ მისცემს.“ - ამბობს „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი კლუბის ერთ-ერთი დირექტორი, ემილიო ბუტრაგენიო.