„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, რიო ფერდინანდმა, ყოფილი გუნდი პრემიერლიგის მე-20 ტურში აუტსაიდერ „შეფილდთან“ წაგების გამო (1:2) გააკრიტიკა.
„პირველი წუთიდან „მანჩესტერი“ უენერგიოდ ირჯებოდა. სტუმრები უნდა შევაქოთ, ქრის უაილდერმა კარგად მოამზადა გუნდი. მაგრამ მასპინძლებს მათთვის პრობლემები არ შეუქმნიათ. ბრუნუ ფერნანდეშს, რომელიც ბოლო თვეებში შესანიშნავად გამოიყურება, თამაში არ წაუვიდა. ვერ ივარგეს მარკუს რაშფორდმა და პოლ პოგბამაც. თუკი „ოლდ ტრაფორდზე“ ვინმე ღრუბლებში აიჭრა სატურნირო ცხრილის გამო, ვეტყვი, რომ ეს რეალობაზე შემოწმება იყო. „მანჩესტერმა“ გამოცდა ვერ ჩააბარა.
გასულ კვირას „ლივერპულთან“ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, ამჯერად კი ვერ ვივარგეთ. ასეთი არასტაბილურობით ჩემპიონობა გვინდა?“ - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Daily Mail.