პიოლი:

პიოლი: "ამ წაგების შემდეგ კარგ მომავალში უფრო დავრწმუნდი"

იტალიის თასის მეოთხედფინალში „ინტერთან“ (1:2) მარცხის შემდეგ „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, წაგების მიუხედავად, ამ თამაშის შემდეგ გუნდის კარგ მომავალში უფრო მეტად დარწმუნდა.

„სამწუხაროა, რომ ტურნირს გამოვეთიშეთ, შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდოდა, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშე. რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნით სიტუაცია გაგვირთულდა, მაგრამ ჩემი გუნდისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი პასუხი მივიღე. ამიტომ, ამ მარცხში პოზიტივსაც ვხედავ და კარგ მომავალში ახლა უფრო დარწმუნებული ვარ. იბრაჰიმოვიჩის გაძევებამდე თანაბარი თამაში იყო და ვიგებდით, მხოლოდ რიცხობრივმა უმცირესობამ იქონია გავლენა.

ზლატანის წითელზე ლუკაკუსთან კამათმაც მოახდინა გავლენა, რადგან პირველი ყვითელი მაშინ მიიღო. არ ვიცი, მათ ერთმანეთს რა უთხრეს. ეს შეიძლება მოხდეს, ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. იბრას მეორე ყვითელი გადაჭარბებული იყო? ეს ბარათი გუნდის დახმარების სურვილის გამო მიიღო, შეეძლო იმ მომენტში შენელება, მაგრამ ხდება. მატჩის შემდეგ მან გასახდელში თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „მილანი“ „ინტერთან“ ზლატან იბრაჰიმოვოჩის გოლით იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში რომელუ ლუკაკუმ და კრისტიან ერიკსენმა გამარჯვება „ნერაძურის“ მოაპოვებინეს.