მოურინიუ ლამპარდის „ჩელსიდან“ გათავისუფლებას გამოეხმაურა

მოურინიუ ლამპარდის „ჩელსიდან“ გათავისუფლებას გამოეხმაურა

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიუ, კოლეგის, ფრენკ ლამპარდის „ჩელსიდან“ დათხოვნას გამოეხმაურა.

„არ მგონია ახლა მე ან სხვა ვინმეს დაელაპარაკოს ოჯახის წევრების გარდა. ყოველთვის საწყენია, როცა კოლეგა სამსახურს კარგავს, მაგრამ ფრენკი მხოლოდ კოლეგა არ არის. ერთად კარგა ხანს ვმუშაობდით და მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის. საწყენია, რომ ასე მოხდა.

ასეთია თანამედროვე ფეხბურთის სისასტიკე. როცა ამ პროფესიას ირჩევთ, უნდა იცოდეთ, რომ ერთხელ ასეთი რამ თქვენც დაგემართებათ.“ - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.