გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ფენომენალურ გამოსვლას განაგრძობს.
გათამაშების 21-ე ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“ „მანრესა“ 85:70 დაამარცხა, ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი კი თამაშის „ემ ვი პი“ გახდა. შერმადინის ანგარიშზე 23 წუთში 29 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან თოთხმეტიდან ათი ორქულიანი, ცხრიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა.
„იბეროსტარ ტენერიფეს“ 16 მოგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, შერმადინი კი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელების მთავარი კანდიდატია.