კატალონიურმა საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ წლიური ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა და გაირკვა, რომ კლუბის დავალიანება 1,173 მილიონი ევროა. აქედან, მოკლევადიანი ვალდებულება 730 მილიონ ევროს შეადგენს.
ასეთ მძიმე სიტუაციაში „ბარსა“ ძირითადად კორონავირუსის პანდემიის გამო აღმოჩნდა, თუმცა გასათვალისწინებელია სატრანსფერო პოლიტიკის დროს დაშვებული შეცდომები.
ესპანელებს დღემდე 126 მილიონი ევრო აქვთ გადასახდელი წარსულში განხორციელებული ტრანსფერებისთვის. შედარებისთვის, თავად იმავე მიმართულებიდან მხოლოდ 46 მილიონი ევრო უნდა მიიღონ, რაც აშკარა დისბალანსზე მიუთითებს.