„ინტერის“ მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

„ინტერის“ მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

„უდინეზესთან“ იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრის ბოლოს ანტონიო კონტემ და გაბრიელე ორიალიმ შეხვედრის მთავარ არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც მატჩის ოქმშიც აისახა.

ამ ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

კოდექსის მიხედვით, მსგავსი საქციელი სწორედ 2 თამაშით დასჯას ითვალისწინებს და იქიდან გამომდინარე, რომ კონტე არბიტრების შეურაცხყოფაში ადრეც არის შემჩნეული, თითქმის გამორიცხულია, რომ მასთან მიმართებით სასჯელი შეარბილონ.