იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის გუნდს ედინ ჯეკო დატოვებს და მის სანაცვლოდ „ჯალოროსო“ ნერიაძურიდან კრისტიან ერიქსენს მიიღებს, რომელსაც მილანურ გრანდში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა.
ანალოგიურ ვითარებაშია ჯეკოც - მას „სპეციასთან“ შეხვედრის შემდეგ მთავარ მწვრთნელთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც პაულო ფონსეკამ ვეტერან ბოსნიელ ფორვარდს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა და განაცხადშიც აღარ შეიყვანა.
სატრანსფერო ბარტერის ფინანსური დეტალების შესახებ იტალიურ პრესაში ჯერჯერობით არაფერი დაწერილა.