გოგა ბითაძემ „ტორონტოსთან“ შეხვედრაში 10 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა

გოგა ბითაძემ „ტორონტოსთან“ შეხვედრაში 10 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ეტაპის მეჩვიდმეტე ტურში „ინდიანამ“ „რეპტორსი“ 129:114 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ 12 წუთში ხუთიდან სამი ორქულიანი, ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაცვაში თამაშისას მოხსნა და ორი დაფარებაც დააგროვა.

10 მოგებით და 7 წაგებით „პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „ინდიანა“ 28 იანვარს, „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართავს.