ხატია დეკანოიძე იაგო ხვიჩიაზე: არსებობს ელემენტი, რომელიც უსახო, სამასხარაო ელემენტს აწებებს ოპოზიციის ერთობას

ხატია დეკანოიძე იაგო ხვიჩიაზე: არსებობს ელემენტი, რომელიც უსახო, სამასხარაო ელემენტს აწებებს ოპოზიციის ერთობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას მიერ დღეს რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ძალინ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ოპოზიციურ ერთობას, ყველა პარტია და ჩვენც, რა თქმა უნდა..მაგრამ არსებობს ელემენტი, რომელიც ყველაზე დაბალ ხარისხშიც კი უსახო სამასხარაო ელემენტს აწებებს ერთობას. ზუსტად ეს აზიანებს პოლიტიკურ ოპოზიციას და ხარისხს ადაბლებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ოპოზიცია საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხში ერთიანია.

დღეს იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ქვეყანა კრიზისშია და ოპოზიციას არავითარი გეგმა არ აქვს.

51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტი საკითხის განხილვას საკომიტეტო მოსმენაზე 27 იანვარს დაიწყებს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით გასული წლის დეკემბერში მიმართა.

amo ამ ქალბატონს თუ როდისმე დავეთანმებოდი წარმოდგენა არ მქონდა, ვცდებოდი!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აი ჩვენი მშვენიერი ქალბატონი კრუელაც ამეტყველებულა! მე რა თქმა უნდა არ წავიკითხავ რა თქვა მან. ჩემთვის მისი სურათიც საკმარისია! და საერთოდ Уродливая душа художника всегда проявляется в его творениях.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ... Какой же ад должен носить в душе сам художник, если таковы ее эманации, если под впечатлением его творений ночью приходится переживать кошмар!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მე არ მითქვამს! თქვა ბულგაკოვმა! )))
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მექალთანე კაცი ბედნიერი ვერ იქნება!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რატომ?! -
- "კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა, რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა".
მოკლედ, ისეთი დრო მოვიდა ვეღარაფერს იტყვი, ყველაფერი უკვე სხვამ თქვა!
3 წლის უკან