სულშერი:

სულშერი: "უფრო და უფრო ვძლიერდებით"

ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ 3:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩის შედეგით და თავისი გუნდის თამაშით ოლე გუნარ სულშერი კმაყოფილი გახლდათ.

„გასული სეზონის ჩემპიონთან მოგება ფანტასტიკურია. ეს არის ბრწყინვალე გუნდი, რომელმაც ბოლო რამდენიმე წელში წარმატებას მიაღწია. ჩვენ კი ვიპოვნეთ გზა, რომლის გვჯერა, ჩვენც და ფეხბურთელებიც უფრო და უფრო ვძლიერდებით. ჩვენი მენტალიტეტი 0:1-ის შემდეგ გამოვავლინეთ. ეს ამ სეზონში ბევრჯერ ვაჩვენეთ, ფიზიკურადაც ვძლიერდებით. ჩვენი კარნახით მოგივეთ, რაც შესანიშნავია.

ბრუნო ფერნანდეში? ძალიან კარგი საჯარიმო დარტყმა იყო. თამაშამდე მან ბევრი ივარჯიშა, მინიმუმ ნახევარი საათი დამატებით. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი, მაგრამ იმუშავა და გაამართლა“, - თქვა სულშერმა.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ასოციაციის თასის 1/8 ფინალში ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.