ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბოლონიასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდის ბედი მხოლოდ მათ ხელშია.
„მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თამაშისთვის ინტენსივობის მინიჭება და ეს კარგად მოვახერხეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. ეს იყო კარგი მატჩი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ხშირ პრესინგს ახორციელებს. ის გვაბრაზებს, რომ ბევრი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ამის გამო თამაში პირველივე ტაიმში ვერ დავხურეთ.
„ინტერთან“ წაგების შემდეგ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ სად დავუშვით შეცდომები და იმის გასაგებად, რომ ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში მეოთხე-მეხუთე ადგილებს „ატალანტასთან“ ერთად იყოფს და ლიდერ „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.