ბრაზილიაში ავიაკატასტროფას „პალმასის“ ფეხბურთელები ემსხვერპლნენ.
ბრაზილიაში ავიაკატასტროფას საფეხბურთო კლუბ „პალმასის“ პრეზიდენტი და 4 ფეხბურთელი ემსხვერპლა. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში პორტუ-ნასიუნალის აეროპორტთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ პელემ და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.