მიუნჰენის „ბავარიის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა. საიუბილეო გოლი 32 წლის ფორვარდმა „შალკე-04“-ის კარში შეაგდო. შეხვედრა „ბავარიის“ გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შემდეგ ლევანდოვსკი მეოთხე მოქმედი ფეხბურთელია, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა.