კილიან მბაპე შესაძლოა „პარი სენ ჟერმენში“ დარჩეს. ფრანგმა შემტევმა განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბრობს და მალე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„კონტრაქტის განახლებაზე კლუბთან ვსაუბრობ, ამაზე ვფიქრობ. თუ გავაფორმებ, აქ დიდხანს დავრჩები. აქ თავს კარგად ვგრძნობ, მალე უნდა მივიღო გადაწყვეტილება და თუ გავახანგრძლივებ, აქ დავრჩები“, - უთხრა მბაპემ Telefoot-ს.
აქვე გეტყვით, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ ლიგა 1-ის ბოლო ტურში გუშინ „მონპელიე“ 4:0 გაანადგურა და მბაპემ დუბლი შეასრულა. 22 წლის შემტევს პარიზულ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს და 146 თამაშში 104 გოლი აქვს გატანილი. მას პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.