მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ზინედინ ზიდანის გათავისუფლების შემთხვევაში მის ადგილს რაული დაიკავებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი წერს.
გამოცემის ცნობით, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა ზიდანის სავარაუდო შემცვლელად მაურისიო პოჩეტინოს განიხილავდა, თუმცა არგენტინელი სპეციალისტი რამდენიმე კვირის წინ პსჟ-ს თავკაცად დაინიშნა. კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატი ჟოზე მოურინიო იყო, თუმცა მან „ტოტენჰემთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.
შესაბამისად, ერთადერთ კანდიდატად რაული რჩება, რომელიც ახლა ესპანეთის მესამე დივიზიონში მოასპარეზე „რეალის“ მეორე გუნდს წვრთნის.
რამდენიმე დღის წინ ესპანეთის სამეფო თასის 1/16-ფინალში მადრიდის „რეალი“ მესამე დივიზიონის წარმომადგენელ „ალკოიანოსთან“ დამარცხდა.