„ფენერბახჩესთან“ შეხვედრაში თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკას“ რიგებში საუკეთესო იყო

„ფენერბახჩესთან“ შეხვედრაში თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკას“ რიგებში საუკეთესო იყო

საკალათბურთო „ევროლიგის“ მორიგი ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკას“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო, თუმცა მიუხედავად ამის მოსკოვის გუნდი სტამბოლის „ფენერბახჩესთან“ 83:89 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 24 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ შვიდიდან ექვსი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ექვსიდან სამი საჯარიმო გამოიყენა.

„ცსკა“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში 15 მოგებითა და 6 მარცხით პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 27 იანვარს, ბერლინის „ალბასთან“ გამართავს.