კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის ტურისტულ სარეკლამო რგოლში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
პორტუგალიელ ვარსკვლავს ერთ გადაღებაში 6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა რონალდომ ერ-რიადში ჩასვლისგან მაინც თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელობამ ანალოგიური წინადადებით ლიონელ მესისაც მიმართა და არგენტინელს ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ უთქვამს.
საუდის არაბეთი ბოლო პერიოდში მაქსიმალურად ცდილობს ტურისტები იქ ჩასვლით დააინტერესოს და საამისოდ, მსგავსი აქტივობები იდეალური საშუალებაა.