12 ქვეყანაში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი აღარ გაიმართება.
გერმანული და ინგლისური მედიის ცნობით, უეფას ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ტურნირის ჩატარების ვადებსა და სხვა დეტალების შესახებ 5 მარტს გამოაცხადებს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ოთხ ვარიანტს განიხილავს. კონტინენტის პირველობის 10 ქვეყანაში, 5 ქვეყნის 5 ქალაქში, 3 ქვეყანაში, ან კლასიკურად ერთ ქვეყანაში ჩატარებას.
იმ შემთხვევაში, თუ უეფა ბოლო ვარიანტს მიანიჭებს უპირატესობას, მასპინძლობის ყველაზე რეალურ კანდიდატებად გერმანია, ინგლისი, ავსტრია და პორტუგალია სახელდებიან.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და ახლა მიმდინარე წლის 11 ივნისიდან, 11 ივლისამდე უნდა გაიმართოს.