„მანჩესტერ სიტის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სერხიო აგუერო კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ არგენტინელმა ფორვარდმა გულშემატკივარს სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა და ისიც აღნიშნა, რომ მის შემთხვევაში დაავადება გარკვეული სიმპტომებით მიმდინარეობს, თუმცა საავადმყოფოში არ მისულა და სახლის პირობებში, მედიკოსების რჩევებით მკურნალობს.
აგუერო ბოლო პერიოდში ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესს გადიოდა და გუნდს ბოლო ხუთ შეხვედრაში ვერ დაეხმარა.
ინგლისური პრესა უკვე წერს, რომ ვეტერანი თავდამსხმელი „ქალაქელებს“ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და კარიერას სამშობლოში განაგრძობს.