რუსული მას-მედიის მტკიცებით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რუსეთის კანონიერი ქურდების შეკრება.
შეკრების მიზანი იქნება ცოტა ხნის წინ ავტორიტეტ დედ ჰასანზე მომხდარი თავდასხმის შესახებ მსჯელობა.
კრება გაიმართება დედ ჰასანის გამოჯანმრთელების შემდეგ.
კრებაზე დედ ჰასანი სიტყვით გამოვა და დაასახელებს იმ პირებს, ვინც მასზე თავდასხმაშია გარეული.
იმ შემთხვევაში, თუ კრება დედ ჰასანის მოსაზრებებს გაიზიარებს, დედ ჰასანის მიერ მითითებული ხალხი ქურდული სამყაროსთვის კანონგარეშე გამოცხადდება.
სავარაუდოდ, შეხვედრა რუსეთის სამხრეთში გაიმართება.
დედ ჰასანზე, იგივე ასლან უსოიანზე, თავდასხმა 16 სექტემბერს განხორციელდა. ავტორიტეტი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. მას ოპერაცია გაუკეთდა.