მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასს სენსაციურად გამოეთიშა

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასს სენსაციურად გამოეთიშა

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასს სენსაციურად გამოეთიშა. ტურნირის 1/16-ფინალში სამეფო კლუბსა და მესამე ლიგის წარმომადგენელ „ალკოიანოს“ შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა გუნდმა „რეალს“ ერთი ბურთი გაუტანა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

გამარჯვებული გუნდის 41 წლის მეკარემ, ხოსე ფიგერასმა შეხვედრა 10 „სეივით“ დაამთავრა - ამდენი დარტყმა მიმდინარე სეზონში „რეალთან“ შეხვედრაში არცერთი გუნდის მეკარეს არ მოუგერიებია.

მადრიდული კლუბი სამეფო თასიდან მესამე დივიზიონის წარმომადგენელმა უკვე მეხუთედ გამოთიშა - „ალკოიანომდე“ მადრიდელებს „ტოლედომ“, „რეალ უნიონმა“, „ალკორკონმა“ და „კადისმა“ სძლიეს.