ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი ტიტული მოიგო

ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი ტიტული მოიგო

ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი ტიტული მოიგო.

იტალიის სუპერთასის შეხვედრაში ტურინის გუნდმა „ნაპოლი“ 2:0 დაამარცხა და ეს ჯილდო არსებობის ისტორიაში მეცხრედ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში 64-ე წუთზე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ, ხოლო 90-ე წუთზე ალვარო მორატამ გაიტანა.

პორტუგალიელს 760 გოლი დაუგროვდა და ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი ბურთების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მაშინ, როდესაც „იუვენტუსი“ ერთბურთიანი სხვაობით იგებდა, ნეაპოლელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ლორენცო ინსინიემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.