„რომა“ კრიზისში, უფრო სწორად აგონიაშია. პარასკევს „ჯალოროსი“ რომაულ დერბიში „ლაციოსთან“ 0:3 წააგო და ახლა იტალიის თასის 1/8 ფინალში „სპეციასთან“ შინ დამარცხდა.
პაულუ ფონსეკას გუნდი მე-15 წუთზე უკვე ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ გათანაბრება მოახერხა და დამატებით დროში გადაიყვანა თამაში. თუმცა, 91-ე და 92-ე წუთებზე რომაელებს ჯანლუკა მანჩინი და მეკარე პაუ ლოპესი გაუძევეს. 9-კაციანმა რომამ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და საბოლოოდ, 2:4 წააგო რითაც ტურნირს დაემშვიდობა.
მაგრამ ეს კიდევ არაფერი... ფონსეკას 5 შეცვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ მან 6 ფეხბურთელი გამოიყენა და მის გუნდს რომც მოეგო, ალბათ ტექნიკური წაგება ჩაეთვლებ(ოდ)ა... უცნაურია, ეს მიანიშნებს, რომ კლუბში ყველაფერი რიგზე არ არის და ალბათ პორტუგალიელი სპეციალისტის რომაული კარიერაც დასასრულს უახლოვდება.