მადრიდის „რეალს“ „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევის, კილიან მბაპეს შეძენის თაობაზე პრობლემები შეექმნა.
როგორც El Chiringuito TV-ის ტვიტერის გვერდი გვამცნობს, პარიზელები მბაპეს ტრანსფერში 150 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც „სამეფო კლუბისთვის“ ძვირია.
ადრე ესპანური მედია წერდა, რეალმა“ მბაპეს გადაბირების საგანგებო გეგმა შეიმუშავაო. კერძოდ, მადრიდელები რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას აპირებდნენ, რათა ფული მოეგროვებინათ. ჯერჯერობით არც ეს გეგმა მუშაობს.
მბაპეს პარიზულ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.