გერმანული ბუნდესლიგის აუტსაიდერი, „შალკე,“ ამსტერდამის „აიაქსს“ 37 წლის თავდამსხმელის, კლას-იან ჰუნტელარის ტრანსფერის შესახებ მოელაპარაკა - გვამცნობს De Telegraaf.
წყაროს მტკიცებით, ამსტერდამელებმა ჰუნტელარს ნება დართეს გელზენკირხენში სამედიცინო შემოწმება გაევლო. დასაზუსტებელი მხოლოდ წვრილმანები დარჩა.
ჰუნტელარი პსვ-ს აღზრდილია. 2010-17 წლებში კი „შალკეს“ რიგებში ირჯებოდა. 175 მატჩი ჩაატარა და 82 გოლი გაიტანა. 2017 წლიდან კი „აიაქსში“ თამაშობდა.
შარშან ის კარიერის დასრულებას აპირებდა, მაგრამ ჯერჯერობით გადაიფიქრა.