2021 წელს ჰოკეის ჩემპიონატი ბელარუსის დედაქალაქში აღარ გაიმართება. ინფორმაციას ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მატჩები ლატვიის დედაქალაქ რიგასა და ბელარუსის დედაქალაქ მინსკში უნდა გამართულიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო მინსკს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა.
მანამდე მინსკში თამაშების გაუქმება ჩემპიონატის ორმა მსხვილმა სპონსორმა Skoda-მ და Nivea-მ მოითხოვა.