ხანგრძლივი პაუზის შემდგომ გოგა ბითაძე დაბრუნდა. ქართველი კალათბურთელი გამოჯანმრთელდა და მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა.
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში კი "ინდიანა პეისერსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდა და 33-ქულიანი სხვაობით - 129:96 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ახალგაზრდა ცენტრმა 15:35 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13 გამოდგა.
თამაშში ორმაგი დუბლით მხოლოდ "პეისერსის" კალათბურთელი დომანტას საბონისი გამოირჩა, რომელმაც 34:17 წუთში 19 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. ყველაზე მეტი ქულა კი ასევე "ინდიანას" მცირე ფორვარდმა მაკდერმოტმა ჩააგდო - 23 ქულა, 1 პასი, 2 მოხსნა.
"კლიპერსიდან" კი 20-20 ქულით პოლ ჯორჯი, მარკუს მორისი და ლუკ კენარდი გამოირჩნენ.
ქართველი კალათბურთელის გუნდს 8 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პიზიციაზე იმყოფება, მისი მომდევნო მეტოქე კი "დალას მავერიკსი" იქნება, რომელსაც 21 იანვარს დაუპირისპირდება.