თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატში უჩვეულო ინციდენტი მოხდა.
„სივასპორის“ ფეხბურთელები „ბაშაკშეჰირთან“ მატჩში მოედანზე თეთრი ფორმებით გავიდნენ. თამაშის მსვლელობისას მოედანი თოვლმა დაფარა, რის გამოც „სივასპორელები“ მოედანზე აღარ ჩანდნენ.
ყველაზე დიდი პრობლემა უჩინარმა ფეხბურთელებმა კომენტატორებს შეუქმნეს. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.