საკლუბო კარიერაში პირველად, „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ წითელი ბარათი მიიღო. ესპანეთის სუპერთასის ფინალში ის მოედნიდან უხეშობისთვის გააძევეს.
ფინალური შეხვედრა კატალონიელებმა „ატლეტიკოსთან“ 2:3 დათმეს. 33 წლის მესიმ საკლუბო დონეზე წითელი ბარათი პირველად მიიღო, სანაკრებო დონეზი კი მას სულ ორი წითელი აქვს მიღებული.