უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 35 წლის ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ამიერიდან კი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება და ხელშეკრულების თანახმად ამ პოსტზე 2023 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.
კარიერაში საუკეთესო პერიოდი რუნის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჰქონდა, რომლის რიგებში გამართულ 559 შეხვედრაში მან 253 გოლი გაიტანა.
„იუნაიტედთან“ ერთად ის ხუთჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რაც შეეხება რუნის სანაკრებო კარიერას, ინგლისის ეროვნულ გუნდში მან 120 მატჩში თავი 53 გოლით გამოიჩინა.