მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასზე „ბილბაოსთან“ (1:2) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი პირველი ტაიმის ჩაგდების გამო დაისაჯა.
„პირველი ტაიმი „რეალისთვის“ ადვილი არ იყო, თამაშში ცუდად ჩავერთეთ, მათ ორი მომენტი გამოიყენეს. უკეთესი მეორე ტაიმი გვქონდა, გვქონდა საგოლე შანსები, კარში დარტყმები, გოლიც გავიტანეთ. „ბილბაო“ კარგად პრესინგირებდა.
უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, შევეცადოთ დავისვენოთ და დავიწყოთ ფიქრი შემდეგ თამაშზე. ეს არ არის წარუმატებლობა, რადგან ჩვენ ყველაფერი ვცადეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და შევცვალოთ დინამიკა. მთელმა გუნდმა უნდა შეცვალოს ის, რაზეც გავლენის მოხდენა შეგვიძლია. ეს მარცხი ჩემი გუნდის მომავალზე გავლენას მოახდენს? არა, რა გინდათ, რომ სეზონი დავასრულოთ?“, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, ესპანეთის რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში 17 იანვარს, „ბარსელონა“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.