2006 წლის სკანდალური ოქმის საფუძველზე სააკაშვილს ბრალს წაუყენებენ

2006 წლის სკანდალური ოქმის საფუძველზე სააკაშვილს ბრალს წაუყენებენ

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში წარიმართება. საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყება გამოძიებას აგრძელებს ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით.

როგორც ცნობილია, გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ.

მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული. გამოძიების მიერ მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება. გამოკითხულია ათეულობით მოწმე. მოპოვებულია ყველა რელევანტური დოკუმენტაცია, ელექტრონული ინფორმაცია, რუკა და სხვა კარტოგრაფიული მასალები. ასევე, მიღებულია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა.

რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენას, პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. როგორც საქმის პროკურორი განმარტავს, ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიეწოდება. ცნობილია, რომ დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში განმეორებით გამოიკითხა სადელიმიტაციო–სადემარკაციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე.

მისი განცხადებით, მან გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა მანჯგალაძე თავს იკავებს იმ კითხვაზე პასუხისგან, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა დამატებით გამოძიებას დავით გარეჯის საქმესთნ დაკავშირებით. საქმის ფარგლებში მანჯგალაძე ოქტომბერში გამოიკითხა. რა ჩვენება მისცა მანჯგალაძემ გამოძიებას უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ საქმეში დევს 2006 წლის ივლისით დათარიღებული კომისიის ოქმი, სადაც პირდაპირ წერია – „მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვარმა საქართველო–აზერბაიჯანს შორის გაიაროს მთის თხემზე“ – ეს გახლავთ ის შუალედური დოკუმენტი, რომელსაც კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ გიორგი მანჯგალაძემ ხელი არ მოაწერა და ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემიდან წავიდა.

ამ სკანდალური ოქმის შესაბამისად, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს კომისიის წევრები, მუშა ჯგუფები არამხოლოდ სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ საზღვარი თხემზე გაივლის, არამედ უკვე დოკუმენტში გადაიტანეს. რადგან არსებობდა ეს შუალედური დოკუმენტი, აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებით თხემზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განლაგდნენ. გამოძიებით ირკვევა, რომ სააკაშვილის გარეშე ამ შუალედური დოკუმენტის შედგენა ვერ მოხდებოდა. for.ge–ს ინფორმაციით, სწორედ, 2006 წლის კომისიის ოქმის გარშემო მისცა გამოძიებას დამატებით ჩვენება მანჯგალაძემ, რომლის დაკითხვით შეშფოთებულია ექს–პრეზიდენტი, მიხიელ სააკაშვილი, რომლის განცხადებით, ეს ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპებია.

„ისინი აპირებენ, რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისების, შემდეგ ისინი აპირებენ გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს, რაც დაიბადება „ეფ–ეს–ბეს“ პროპაგანდის და ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის და მერე ამაზე ააგებენ მთელ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დავით გარეჯის გასხვისების საქმეში გამოძიებამ მიხეილ სააკაშვილის როლი გამოკვეთა, მათ შორის - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის. ახლა გამოძიებაზეა დამოკიდებული, როდის წაუყენებს ბრალს საქმის ფიგურანტებს. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით ორი მოქედი ჩინოსანი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალი ედებათ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970–80–იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებით.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა თავმოყვარე სახელმწიფო და ერი ასეთ მოღალატეობრივ საქციელს სახელს დაარქმევს. მისი თქმით, არსებობს ძალიან მძიმე ფაქტები და არა სპეკულაციები.

„მე ვსაუბრობ ფაქტებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, არის დარღვეული. რეალურად, მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ ერთ რუკას გამოიყენებდნენ საზღვრის დემარკაცია–დელიმიტაციის დროს. ეს არის 1938 წლის რუკები. შემდეგ მიდის სპეკულაციები.

ზოგი ახსენებს 29 წლის რუკას, ზოგი 37 წლის რუკას, 42 წლის რუკას და ა.შ. მანიპულირებენ, როგორც გამოცდილი, გაწაფული თაღლითები, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ამ დროს სიმართლე, ჭეშმარიტება არის მხოლოდ ერთი - ამ რუკის მიხედვით რომ გაეტარებინათ, მაგალითად ჩიჩხიტური და ის ქედი, რომელზეც არის დღეს დავა და რეალურად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ 2006 წელს (კითხვა მაქვს, მაშინ რატომ დადგნენ იქ?), არ იქნებოდა დღეს სადავო“, – განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანს.

„რა თქმა უნდა, ჩემი ბუნებრივი მოლოდინი და სურვილი არის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩვენ ისეთი მიამიტები არ ვართ, ვინმემ დაიჯეროს, რომ ის ორი კარტოგრაფი, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, მხოლოდ მათ დონეზე გადაწყდა რამე. ადამიანი უნდა იყოს ძალიან დიდი ბრიყვი, რომ ეს დაიჯეროს. მით უმეტეს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები – ზოგი მინისტრი იყო, ზოგი მინისტრის მოადგილე, პრემიერ-მინისტრი იყო, ადასტურებენ, რომ ეს მონაკვეთი, დავით გარეჯის ერთი ნაწილი არ მიეკუთვნებოდა საქართველოს. პირდაპირი აღიარებითი ჩვენებები აქვთ გაკეთებული ამ ადამიანებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ბრალის წაყენება და სასამართლო რა საჭიროა?! აიღეთ მაგალითი ამშშ-დან - "გუშხამ" ნენსი პელოსიმ ყოველგვარი სასამართლოს და სხვა ინსტანციების გარეშე პრეზიდენტ ტრამს იმპიჩმენტი გამოუცხად, პრეზიდენტობიდან გადააყენა და მომავალში რაიმე პოსტის დაკავებაც აუკრძალა! კორპორაციების დირექტორებმა კი ინტერნეტი და ტელეფონიც გაუთიშეს! აი ეს არის -ს რასაც რუსები "ЗВЕРИНЫЙ ОСКАЛ" -ს ეძახიან! მოკლედ ქალბატონმა პელოსიმ ანუ აშშ-ს "სუსლოვმა კაბაში" დასავლური დემოკრატიის ნამდვილი სახე აჩვენა!
3 წლის უკან
Ninja მე მგონი, გამოძიება საით უნდა წავიდეს, თვითონ დაფქვა მიშამ. თორემ მოსკოველი აზერების შესახებ არაფერი თქმულა. რაც ქვეყნის მთავარი ინტერესებია, იქ რომ პირველი პირის გარეშე არაფერი ხდება, ეს ორჯერ ორია. ასე რომ აღარ უნდა ლაილაი. ასე რამ შეაძულა ბიძა-დისშვილს ეს ქვეყანა. ?
3 წლის უკან
გრიგორი სააკოვმა თვითონ მიანიშნა ვინ ვეძებოთ -აზერბაიჯანელი მილიარდერები. მიხო მოსკოვის აგენტია და მისი დასავლურობა მითია, რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ! გასაგებია მიშისტების სიყვარული ტრამპისადმი, ისიც პუტინის წინააღმდეგ წასვლას სულ არიდებდა თავს. ყველა სანქცია, რაც რუსეთის წინააღმდეგ მიიღეს ამერიკაში კონგრესის აქტიურობის შედეგია და არა პირადად ტრამპის! მეტიც, ტრამპს კონგრესის იძულების გარეშე ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთის წინააღმდეგ.
3 წლის უკან