ევროლიგაში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. დმიტრი იტუდისის გუნდი მე-19 ტურში შნ კაუნასის „ჟალგირისს“ დაუხვდა და 83:73 სძლია.
ცსკა-მ გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. შედეგად, „ბასკონიასთან“ მარცხის შემდეგ გამარჯვების გემო გაიხსენა.
თორნიკე შენგელიამ 27:30 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა მილუტინოვი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა 10 ქულით და 14 მოხსნით.
ცსკა-ს 19 ტურის თავზე 15 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში 15 იანვარს, „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.