აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიების კინოკრიტიკოსების ასოციაციამ პრემია Critics Choice Super Awards-ის ლაურეატები გამოცხადდა. დაჯილდოების პირველი ცერემონიის პრემიერა ტელეკომპანია The CW-ის ეთერში გაიმართა და მასზე უსაფრთხოების ყველა რეგულაცია იყო დაცული. შოუს წამყვანები რეჟისორი კევინ სმიტი და მსახიობი დენი ფერნანდესი იყვნენ.
ასოციაციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ჯილდო მძაფრსიუჟეტიანი და ფანტასტიკის ჟანრის ფილმებსა და სერიალებს და კომიქსებსა და ვიდეოთამაშებზე დაფუძნებულ პროექტებს გადაეცემა.
ცერემონიის ლაურეატები კომედია „პალმ სპრინგსი“ და სერიალი „ბიჭები“ გახდა. მულტფილმა „სული“ ჯილდო საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში მიიღო. რაც შეეხება სტუდიებს, ყველაზე მეტი ჯილდო - 5 - Netflix-ის პროექტებს ხვდა წილად, Amazon-ის, Disney-სა და Universal-ის შოუებმა კი 4-4 ნომინაციაში გაიმარჯვეს.