ბოლო ათწლეულის საკლუბო ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელი დასახელდა

ბოლო ათწლეულის საკლუბო ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელი დასახელდა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ბოლო ათწლეულის საკლუბო ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელად დიეგო სიმეონე დაასახელა.

მისი ხელმძღვანელობით „ატლეტიკომ“ 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, ევროპა ლიგა და უეფას სუპერთასი, თითოჯერ კი ესპანეთის ჩემპიონატი და სამეფო თასი მოიგო. 2014 და 2016 წლებში სიმეონემ როხიბილანკო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, თუმცა ორივე შემთხვევაში ეს გუნდი თანაქალაქელ "რეალთან" დამარცხდა.

არგენტინელმა გამოკითხვაში 152 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ პეპ გვარდიოლას 8 ქულით აჯობა, მესამე პოზიცია კი "ლივერპულის" გერმანელმა დამრიგებელმა იურგენ კლოპმა დაიკავა.