ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით თამაშს აგრძელებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით თამაშს აგრძელებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით თამაშს აგრძელებს. ბასილაშვილმა ერთეულთა ბადეში მეორე შეხვედრაც მოიგო და ტუნირის მეოთხედფინალში გავიდა. ამჯერად მან თურქი მეტოქე ალტუგ ჩელიკბილეკი საათსა და 34 წუთში დაამარცხა.

ბასილაშვილის მეტოქე მეოთხეფინალში 21 წლის ავსტრიელი ალექს დე მინორი იქნება, რომელიც რეიტინგში 23-ეა, 28 წლის ქართველი ჩოგბურთელი კი ATP-ის რეტინგში ამ დროისათვის მე-40 ადგილს იკავებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექს დე მინორი 11 იანვარს კორტზე ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

ბასილაშვილი ანტალიის ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც გამოდის, სადაც გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად პირველი წრე წარმატებით დაძლია. ქართულ-გერმანული წყვილი კი დღეს ხორვატულ წყვილს ნიკოლა მეტკიჩსა და მატე პავიჩს შეხვდებიან.