იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სუმოში წლის პირველი სუპერტურნირი ჰაცუ ბაშო დაიწყო. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ პირველივე ბრძოლა მოიგო. ტოჩინოშინმა წლის პირველ შეხვედრაში მონღოლი მე-4 მაეგაშირა ტამავაში დაამარცხა. ბრძოლა დაძაბულო გამოდგა, ტოჩინოშინის მეტოქეს მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა ლევან გორგაძემ ტამავაში ბოლო მომენტში შემოატრიალა და იორიკირის ილეთით დოჰიოდან გადაიყვანა. ურთიერთშეხვერებში ტოჩინოშინი მონღოლს უკვე 20:9-ს უგებს.
ხვალ, მეორე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძეს მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინიუმი იქნება. ქართველი სუმოისტი 35 წლის იაპონელ მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში 9:7 უპირატესობა აქვს.