FIFA-ს (ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია) ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი საავადმყოფოში მოხვდა.
84 წლის შვეიცარიელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინც მძიმეა, რის გამოც ჰოსპიტალიზირება აუცილებელი გახდა.
ბლატერი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს 1998-2015 წლებში ხელმძღვანელობდა და მმართველობის ბოლო წელს, ფეხბურთს კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო რვა წლით ჩამოაშორეს. 2016 წელს კი სააპელაციო კომიტეტმა შვეიცარიელს დისკვალიფიკაციის ვადა რვიდან ექვს წლამდე შეუმცირა.