მადრიდის „რეალმა“ შესაძლოა უახლოესი მატჩი ზინედინ ზიდანის გარეშე ჩაატაროს. საქმე ისაა, რომ ფრანგ სპეციალისტს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან.
შედეგად, ლა ლიგის პროტოკოლის თანახმად ზიდანი თვითიზოლაციაში გადავიდა და იქ მანამდე დარჩება, სანამ ტესტის პასუხს არ მიიღებს.
„სამეფო კლუბმა“ დღეს „ზიზუს“ გარეშე ივარჯიშა და ესპანური მედიის ცნობით, ძალზე მცირე შანსია, რომ „ოსასუნასთან“ უახლოეს მატჩში გუნდთან ერთად იყოს.