„ინტერისა“ და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული მცველი დუგლას მაიკონი 39 წლის ასაკში იტალიაში დაბრუნდა

„ინტერისა“ და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული მცველი დუგლას მაიკონი 39 წლის ასაკში იტალიაში დაბრუნდა

„ინტერისა“ და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული მცველი დუგლას მაიკონი იტალიაში 39 წლის ასაკში დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Cult of Calcio ავრცელებს.

მან კონტრაქტი მეოთხე დივიზიონის კლუბ „სონასთან“ გააფორმა, რომელიც B ჯგუფში ათი ტურის შემდეგ 14 ქულით მერვე ადგილზეა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

მაიკონისთვის ყველაზე წარმატებული მისი „ინტერში“ გამოსვლა იყო, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი სკუდეტო, ორი იტალიის თასი, სამი იტალიის სუპერთასი და ერთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ბრაზილიელი მარჯვენა მცველის ბოლო ევროპული კლუბი კი „რომა“ გახლდათ, რომლის დატოვების შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა და სხვადასხვა პერიოდში „ავაის“, „კრიკიუმას“ და „ვილა ნოვას“ ღირსებას იცავდა.