კახა კალაძე მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს. თბილისის მერის თქმით, ქრისტეშობის დღესასწაული სიყვარულის და სიკეთის დღეა.
„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვანსხვავებთ ადამიანებს, არ მაინტერესებს პოლიტიკური შეხედულებები, სრულიად საქართველოს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ მცხოვრებს, ყველას, ყველას გილოცავთ. დიდი სიყვარულით კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინავალე დღეს. პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ, სიხარული, სიყვარული, დღეგრძელობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ.