აშშ-ის კონგრესის შენობაში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, სროლა მოხდა

აშშ-ის კონგრესის შენობაში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, სროლა მოხდა

აშშ-ის კონგრესის შენობაში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, სროლა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მძიმედ დაჭრილია. სხვა დეტალები აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე უცნობია.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

კონგრესის ორივე პალატის შეკრების პარალელურად ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ. აშშ-ის დედაქალაქში პოლიციასთან ერთად ეროვნული გვარდიის დანაყოფებიცაა მობილიზებული.