თეა წულუკიანი: პრეზიდენტ მაკრონის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ჯილდოს გადაცემა საქართველოს დიდი აღიარება და გამარჯვებაა

თეა წულუკიანი: პრეზიდენტ მაკრონის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ჯილდოს გადაცემა საქართველოს დიდი აღიარება და გამარჯვებაა

საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემულ საპატიო ლეგიონის ორდენს განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გამოეხმაურა:

„ძალიან სასიხარულოა, რომ პრეზიდენტ მაკრონის მიერ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და 40-წლიანი, როგორც თავად ფრანგები უწოდებენ, უზადო და ღირსეული სამოქალაქო საქმიანობისთვის საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცენატს და ჩვენი ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ პრეზიდენტ მაკრონის დეკრეტში, რომ ამ ჯილდოს გადაცემა მოხდა საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრის და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ინიციატივით. ეს ჯილდო, როგორც ვიცით, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ იქნა შექმნილი და მას შემდეგ გადაეცემა კაცობრიობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირებს. ეს საქართველოსთვის დიდი აღიარება და გამარჯვებაა. პირველ რიგში, საქართველოს მინდა მივულოცო ეს ჯილდო, და ასევე ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც როგორც საქართველოს, ისევე მსოფლიოს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ეს წვლილი დღეს საფრანგეთის სახელმწიფომ ღირსეულად დააფასა"

kolxi ეგრეა, როდესაც შენ არ აფასებ შენ მამულიშვილს, სხვები დააფასებენ, იქნებ ეხლა მაინც შეიგნოს მავანმა და მავანმა რა დონის მამულიშვილი გვყავს ქვეყანაში და რომ არა ის, ღმერთმა იცის რა დღეში ვიქნებოდით ახლა ზოგიერთების ხელში!!!
4 წლის უკან